მაკრონი პუტინს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გმობს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას უკრაინაში და პუტინს ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ომი უკრაინასთან. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყველა სამხედრო ოპერაცია“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინას და მუშაობს თავის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ომის დასრულებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები