სააკაშვილის სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის საქმის მოწმე: ხმას ვეღარ ვიღებდით, ისე ვიყავით დალეწილი, რომ მკვდრები ვეგონეთ, დაგვანებეს თავი და წავიდნენ

შეგვდგნენ და გვცემეს, სანამ შეეძლოთ. ზედმეტი არაფერი გვითქვამს, ორი ინვალიდი ვიდექით და რობოკოპები იყვნენ რკინის ჯოხებით. მერე ქალი მოვარდა და გადაგვეფარა. უკვე ხმას ვეღარ ვიღებდით, ისე ვიყავით დალეწილი, რომ მკვდრები ვეგონეთ. თან ეს გოგო გადაგვეფარა და დაგვანებეს თავი და წავიდნენ. ეს იყო გავეშებული ბრბო, – განაცხადა ე.წ. 7 ნოემბრის საქმის სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ომის ვეტერანმა, დავით ახრახაძემ.

როგორც მან სასამართლოში განაცხადა, 7 ნოემბერს მას და მის მეგობარს 20-ზე მეტი, სპეცრაზმის თანამშრომელი რკინის ჯოხებით სასტიკად გაუსწორდნენ. დავით ახრახაძის თქმით, ის მძიმე დაზიანებებით სასწრაფომ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ იმის შიშით, რომ საავადმყოფოშიც შეიძლება მოეკლათ, იქიდან გამოიპარა.

„ხალხმა შემაგდო სასწრაფოში და წამიყვანეს არამიანცში. საავადმყოფოში აღმომაჩნდა ნეკნების მოტეხილობა, თავი გატეხილი, ტვინის შერყევა. ვიცოდი უკვე სიტუაცია ისეთი იყო, რომ შეიძლება, იქაც მოვეკალი, სადაც წაგვეწეოდნენ იქ გვკლავდნენ და რა აზრი ჰქონდა ჩემს გაჩერებას და გამოვიქეცი საავადმყოფოდან. სახლში ვმკურნალობდი, ექიმთანაც ვერ მივედი შიშით, კიდევ არ მინდოდა, სადმე დაფიქსირებულიყო“, – აღნიშნა დავით ახრახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები