გერმანიის კანცლერი: საშინელი დღეა უკრაინისთვის და ბნელი დღე ევროპისთვის

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, – ასე ეხმაურება რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.

”რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. გერმანია უმკაცრესად გმობს პრეზიდენტ პუტინის ამ უგუნურ ქმედებას. სოლიდარულები ვართ უკრაინასა და უკრაინელი ხალხის მიმართ. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება. დღეს მჭიდროდ ვითანამშრომლებთ დიდი შვიდეულის, NATO-სა და ევროკავშირის ფარგლებში. საშინელი დღეა უკრაინისთვის და ბნელი დღე ევროპისთვის”, – წერს ”ტვიტერტზე” გერმანიის კანცლერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები