„ოთარის სიკვდილი“ – ქუთაისში სოსო ბლიაძის ფილმის პრემიერა გაიმართება
26 თებერვალს, 19:00 საათზე, ქუთაისში, კინოთეატრ „საქართველოში“, სოსო ბლიაძის ფილმის – „ოთარის სიკვდილის“ – პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჩვენებას დაესწრებიან ფილმის რეჟისორი და მსახიობები: ნუცა კუხიანიძე, ეკა ჩავლეიშვილი და თამარ მუმლაძე.
სეანსის შემდეგ მაყურებელს საშუალება ექნება, შემოქმედებით ჯგუფს შეკითხვები დაუსვას.
ეს არის ამბავი ახალგაზრდა დედა-შვილზე, რომელიც მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის გამო დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება.
სოსო ბლიაძე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია. მისი სადიპლომო ფილმი „ყველაზე ძვირფასი“ არაერთი საერთაშოროსი ფესტივალის მონაწილეა, ხოლო მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სამი ნაბიჯი“ ნაჩვენები იყო როტერდამსა და ობერჰაუზენში.