„მიხეილ სააკაშვილის დაბარება ეს სუფთა წყლის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნაბიჯია“
ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ აღასრულა დიდი ხნის წინ გაცხადებული პოლიტიკური დევნის აქტი – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას. გაბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტი საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟს ზარალს მოუტანს.
“ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნაბიჯი, ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს, ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებიათ: ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს. ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდან ბიძინა ივანიშვილი არ მალავდა მთავარი ოპოზიციური ძლის განადგურების სურვილს. ამბობდა, რომ საჭირო და აუცილებელია, ბრალი ჰქონდეს წაყენებული სააკაშვილს. ეს ნაბიჯი კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს, ეს ნაბიჯი აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნის გამოვლინება და საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟს ზარალს მოუტანს. ეს ახალი ტალღა გაშმაგებისა გამოიწვია არჩევნების შედეგებმა”, – განაცხადა გაბაშვილმა.