გია ხუხაშვილი: ვინც იცნობს რუსეთის ბუნებას, იცის, რომ მიღებული სანქციები, როგორც შემაკავებელი, ვერ იქნება ეფექტური და როგორც სადამსჯელო – არასაკმარისია

ექსპერტი, გია ხუხაშვილი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, რუსეთთან დაკავშირებით დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი სტანდარტით მიდგომაა.

“ვინც იცნობს რუსეთის ბუნებას, იცის, რომ მიღებული სანქციები, როგორც შემაკავებელი, ვერ იქნება ეფექტური და როგორც სადამსჯელო – არასაკმარისია.

თუ გათვლაა რუს ხალხზე – ისტორიულად გაჭირვების გამო მათი აგრესიის ვექტორი ყოველთვის მიიმართება გარე მტრების და არა საკუთარი ხელისუფლებისკენ.

თუ გათვლაა რუსული ფინანსური ელიტის უკმაყოფილებაზე, ესეც ილუზიაა, რადგან ეს ხალხი მთლიანად ინტეგრირებულია ხელისუფლებაში და, შესაბამისად, პოლიტიკურად აბსოლუტურად კონტროლირებადი.

დასკვნა – დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი სტანდარტით მიდგომაა რუსეთთან”, – წერს ხუხაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები