„ლურჯი ანარეკლები“ – მარიამ ბაიდოშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
5 მარტს, 17:00 საათზე, „არტ გალერეა ვაკეში“ მარიამ ბაიდოშვილის მე-8 პერსონალური გამოფენა – „ლურჯი ანარეკლები“ გაიმართება.
როგორც მხატვარმა „კვირას“ აცნობა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო პერიოდში შესრულებული ნამუშევრები.
მარიამ ბაიდოშვილის ნამუშევრები შექმნილია სამყაროდან მიღებული გრძნობების, განცდების, ფერებთან სინთეზის მიღებით. ნამუშევრები გაჯერებულია ლურჯ ფერში ოქროს ანარეკლებით, სადაც ჯადოსნური სამყარო ერწყმის რეალური ცხოვრების განცდებს, ოცნებებს.
ტილოზე გადმოტანილი ვარსკვლავების კიაფი, ლურჯი ცის ქვეშ მანათობელი მეოცნებე ციცინათელები, ნავები თუ ოცნების ანარეკლები მნახველს სხვა სამყაროს მოგზაურს ხდის.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ტილოსა და ზეთის საღებავებში შესრულებული 25-მდე ნამუშევარი. გამოფენა 15 მარტამდე გაგრძელდება.
მის: ირაკლი აბაშიძის 47. „არტ გალერეა ვაკე“.