აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და მეწარმეებს შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და მეწარმეებს შეხვდა. გიორგი სურმანიძემ 2022 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და მათი სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებსა და სამომავლო კოორდინირებულ თანამშრომლობის საკითხებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ქედის მუნიცპლიტეტის მერი როლანდ ბერიძე და მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე.
სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი 1 154 476 ლარით გაიზარდა და 20 055 441 ლარით განისაზღვრა. 2021 წელთან შედარებით იზრდება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და სასაოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. რომლის დაფინანსება განისაზღვრულია 1 415 783 ლარით და დაფინანსდება 270 პროექტზე მეტი.
2021 წელთან შედარებით გაორმაგებულია სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები რაოდენობა და განისაზღვრება არანაკლებ 24 ერთეული პროექტით – რომელიც დაფინანსდება 3 197 640 ლარით.