23 თებერვალი მარინე ელიოზიშვილის დაბადების დღეა

დღეს ქართველი ფერმწერის და გრაფიკოსის, მარინე ელიოზიშვილის დაბადების დღეა. მას 71 წელი შეუსრულდა.
1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი.
1977-1978წწ. მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში; 1978 წლიდან დღემდე ასწავლის სახვით ხელოვნებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში სხვადასხვა ჟანრში: პორტრეტი, ნატურმორტი, აბსტრაქცია, ფიგურატიული კომპოზიცია და – სხვადასხვა ტექნიკაში: ზეთი, გუაში, აკვარელი, პასტელი, ფანქარი;
არის გამოჩენილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის მოწაფე;
მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორია: თბილისის ბიზნესცენტრი (1994), საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, 1998), „თიბისი ბანკი“ (თბილისი, 1999), გაეროს სახლი (თბილისი, 2001), გალერეა „უნივერსი” (თბილისი, 2005), გაეროს სახლი (თბილისი, 2005), „მასკი” (თბილისი, 2008), აჭარის ხელოვნების მუზეუმი  (ბათუმი, 2010);
მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში: სოროპტიმისტ მხატვარ ქალთა საერთაშორისო გამოფენა სენ ჟორჟის მუზეუმი (ქ. ლიეჟი, ბელგია, 1997), გამოქვეყნდა შესაბამისი კატალოგი;
ხელოვნების საერთაშორისო ვორკშოპი, (გიუზელბახჩე, თურქეთი, 2013), გამოფენა მოეწყო კულტურის ცენტრში და დაიბეჭდა შესაბამისი კატალოგი;
საერთაშორისო საკონკურსო გამოფენა – „ხელოვნების ინოვაცია”, მანჰეტენის (ნიუ-იორკი, 2015) “West Park Art Gallery”-ში, მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა შესაბამის კატალოგში;
ადგენს თავის წინაპართა მოკლე ბიოგრაფიებს, 2010 წელს მოამზადა პროექტი – გამოფენა „ერთი ოჯახის კულტურული მემკვიდრეობა”, რომელიც საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა წარადგინა თბილისის ისტორიის მუზეუმში; გამოიცა ალბომი: „მარინა ელიოზიშვილი ფერწერა, გრაფიკა” (გამომცემლობა „პოლარის პრინტი”, თბილისი 2015).
2015 წელს პირველი ადგილი და ოქროს მედალი მიიღო საკონკურსო საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაში (ნიუ-იორკი), კატეგორია „რელიზმი“, .

სურათზე: მარინე ელიოზიშვილი. „ქალი მაქმანებიან წინდებში“. 1998. ტილო, ზეთი.
ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები