“ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროპის ისტორიაში” – ესტონეთის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ევროპის შემდგომი ისტორიისთვის გადამწყვეტია. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კარისმა დასავლელ ლიდერებს მოუწოდა, თავიანთი პასუხისმგებლობა უკეთ გაიაზრონ.

„ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროპის ისტორიაში. პრეზიდენტი პუტინი პასუხისმგებელია მომავალი თაობების წინაშე თავისი ძალადობრივი ქმედებებისთვის. მაგრამ ჩვენ, ევროპელ და დასავლელ ლიდერებს, ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ერთგულება, ერთიანი და მშვიდობიანი ევროპა. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები. უკრაინის საფრთხე  ევროპის უსაფრთხოების საფრთხეა“, – ხაზგასმით აღნიშნა ალარ კარისმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები