ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჯერალდ კონოლი, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო, რუსეთისთვის მტკივნეული და ხანგრძლივი სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.
„ბრიუსელში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეხვედრის მე-2 დღის გახსნისას, პრეზიდენტმა ჯერალდ კონოლიმ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის “აღიარება” და „მტკივნეული და ხანგრძლივი სანქციების“ გამოყენება მოითხოვა. იგი გვაფრთხილებს, რომ ევფემიზმებით არავინ მოტყუვდეს. ვინაიდან, სინამდვილეში, სწორედ რუსეთის საბრძოლო ნაწილებმა დაიკავეს უკრაინის სუვერენული ტერიტორია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
Opening day 2 of #NATOPA annual mtg in Bxl, President @GerryConnolly strongly condemns 🇷🇺 recognition of DLNR, urges "crippling&sustained sanctions", warns "no one should be fooled by euphemisms. These are 🇷🇺military units occupying 🇺🇦sovereign territory"👉https://t.co/9IzqSxuEDR pic.twitter.com/UBrG0wlbuD
— NATO Parliamentary Assembly / AP-OTAN (@natopapress) February 22, 2022