“ევროპელი ლიდერები პარტნიორებთან კონსულტაციას გადიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯი” – კარლ ჰარცელი დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებაზე“
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებას “საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევა” უწოდა.
„ევროპელი ლიდერები უკვე გამოვიდნენ და დაგმეს შესაძლო ყველაზე ძლიერი გზით პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკისა აღიარების შესახებ. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევა. ეს არის მაგალითი იმისა, რა საფრთხეს უქმნის ყველას, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროპელი ლიდერები პარტნიორებთან კონსულტაციებს გადიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები.
“ევროპელი ლიდერები კონსულტაციას გადიან პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს შემდგომი შესაბამისი ნაბიჯი. ჩვენ, ასევე, ველით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის და რა შესაბამისი დასკვნების გამოტანა შეიძლება არსებული ვითარებიდან,“- განაცხადა ჰარცელმა.