კუბილიუსი: ევროპის კონტინენტზე სხვა ერის მიმართ ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპაში სხვა ერების მიმართ ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება. ამის შესახებ კუბილიუსმა “ტვიტერში” დაწერა, რითაც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა.
“ევროპის კონტინენტზე სხვა ერის მიმართ ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება, პუტინის გუშინდელი გამოსვლა და მისი ქმედება ამის გამოხატულებაა. სამწუხაროა, რომ რუს ხალხს ამის გადატანა მოუწევს. პუტინის ფაშიზმმა არსებითად გაანადგურა მათი მომავალი”, – წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.
ამასთან, პუტინმა გასცა განკარგულება, ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „უზრუნველყონ მშვიდობა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები