“პუტინმა დონბასის რეგიონების აღიარებისას, სიტყვასიტყვით, 2008 წლის დოკუმენტი გაიმეორა, ვინ იქნება შემდეგი?” – გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ თქვა, რომ რუსეთმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. აღიარების ტექსტში სიტყვასიტყვით გაიმეორა ის, რაც 2008 წელს საქართველოს რეგიონების აღიარებას დოკუმენტში ჩაიწერა.

“სიტყვასიტყვით არის კოპირებული. არავითარი კრეატიულობა”, – თქვა მან და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს აჩვენა იგივე ტექსტი, რომელიც ორივე განკარგულებაში იყო ხაზგასმული.

„დაკოპირების აპარატი კარგად მუშაობს. ვინ იქნება შემდეგი? ეს კითხვა ღიაა”, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები