გიორგი გახარია: ისტორია მეორდება, რუსეთი თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი გავლენისგან გათავისუფლებისკენ ისწრაფვიან
ისტორია მეორდება. რუსეთი თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი გავლენისგან გათავისუფლებისკენ ისწრაფვიან და დასავლური მისწრაფებები აქვთ, – შესაბამისი განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
გახარია დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინის შემთხვევაში არ დაუშვან იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს საქართველოსთან მიმართებით დაუშვეს.
“2008 წელი – საქართველო, 2022 წელი – უკრაინა. დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს. მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ ახლავე! ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ!”, – წერს გიორგი გახარია.