“რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 22.02. 2022 შეიჭრას, კრემლს უყვარს “ლამაზი” თარიღები, როგორც ეს 08.08.08-ში საქართველოში მოხდა” – უკრაინელი ფსიქოლოგი

რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, “სარკის თარიღზე” – 22.02. 2022 წელს შეიჭრას, რადგან რუსეთის ხელისუფლება ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი აზრით და ცდილობს, ყველაფერი “ლამაზად”გააკეთოს.

ამის შესახებ უკრაინის სოციალური და პოლიტიკური ფსიქოლოგი, ვალენტინ კიმი ამბობს.

რუსეთის ხელისუფლება ირჩევს “ლამაზ” თარიღებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსახლეობის მიერ იყოს გაძლიერებული ემოციურობით მიღებული.

“საქართველოში ომის დასაწყისი – 08.08.08. თარიღი შემთხვევით არ აირჩიეს. ისინი ცდილობენ, ყველაფერი გაალამაზონ არა იმიტომ, რომ ნუმეროლოგები არიან, არამედ იმიტომ, რომ, ამა თუ იმ გაგებით, ხელმძღვანელობენ საზოგადოებრივი აზრით”, – ამბობს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების მიზანია “პუტინის მიერ ამა თუ იმ გადაწყვეტილების ემოციური მიღების გაძლიერება, რიცხვების, თარიღების, ასევე, ისტორიული ანალოგიების საშუალებით”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები