საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. საქმე 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. სხდომას ბრალდებული, გიგი უგულავა არ ესწრება.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი – დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები