“ნაცმოძრაობის” დეპუტატს, გიორგი კირთაძეს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო, მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი კირთაძე ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა გააჩერეს და ალკოტესტის ჩატარების შემდეგ ავტომობილის მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვეს.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გიორგი კირთაძე ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი იყო.