კობახიძე: ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უმრავლესობა უზრუნველვყოთ იმ საკრებულოებში, სადაც ამ ეტაპზე არ გვაქვს
ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმრავლესობა უზრუნველვყოთ იმ საკრებულოებში, სადაც ამ ეტაპზე არ გვაქვს უმრავლესობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ბათუმში პარტიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ჩვენ ვთქვით თავის დროზე და ამას ყოველთვის ვიმეორებთ, რომ ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმრავლესობა უზრუნველვყოთ იმ საკრებულოებში, სადაც ამ ეტაპზე არ გვაქვს უმრავლესობა. ეს არის ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. რაც შეეხება არასწორ ციტირებას, ესეც იმ სპეკულაციების ნაწილია, რომლითაც ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა გამოირჩევა, რაც ძალიან სამწუხარო და მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.