გია ვოლსკი: გრიფი „საიდუმლო” რაღას ადევს, როცა ამ საქმეში არსებული ყველა ციფრი ვიცით?

 

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეს “პიჯაკების საქმე” თავად ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა დაარქვა, რადგან დანაშაული შეემსუბუქებინა.

მისი თქმით, გაუგებარია, რა არის ამ საქმეში გრიფი “საიდუმლო”, როდესაც ყველა ციფრი ცნობილია.

„სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეს თუ გრიფი „საიდუმლო” მოეხსნება, ეს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის უფრო ხელსაყრელი რატომ არის, ან გრიფი „საიდუმლო” რაღას ადევს, როცა ამ საქმეში არსებული ყველა ციფრი ვიცით?
ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა თავად მოიგონა, რომ დანაშაული შეამციროს და პროპაგანდისტული თვალსაზრისით ამ საქმეს „პიჯაკების საქმე” დაარქვა, ვიდრე ვთქვათ, „ბოტოქსების“, რაშიც განსაკუთრებით დიდი თანხებია დახარჯული. რა საკვირველია, პიჯაკი უნდა იყიდო და წარმომადგებლობითი ხარჯები გქონდეს, მაგრამ ეს ხარჯები გაწერილი არ უნდა გქონდეს პირადი ექიმისთვის, შვილისთვის და გერმანიაში სამოგზაუროდ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ითხოვს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში გაწეულ ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები