ირაკლი კობახიძე: „ქოლ-ცენტრები“ უკავშირდება კონკრეტულ პირს, რომელიც დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“

“ქოლ-ცენტებთან“ დაკავშირებით მე რამდენადაც ვიცი, დაწყებულია გამოძიება, რომელიც, სავარაუდოდ, გაგვიყვანს კონკრეტულ პირებზე, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული დეტალები მალე გახდება ცნობილი.

“რაც შეეხება დეტალებს, ვინ იდგა „ქოლ-ცენტრების“ უკან, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მე შემიძლია, ვისაუბრო მხოლოდ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მაქვს, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს და ეს ინფორმაცია არის საკმაოდ საფუძვლიანი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „ქოლ-ცენტრები“ უკავშირდება კონკრეტულ პირს, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს საბოლოოდ ყველაფერი და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი“, – აცხადებს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები