ირაკლი კობახიძე: პირველ ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს უკრაინელ ხალხს
პირველ ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ამასთანავე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე და თითოეული ჩვენი ნაბიჯი იქნება ამ პრინციპით ნაკარნახევი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველანაირი გადაწყვეტილება მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებით უნდა იქნეს მიღებული.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რაც შეეხება უკრაინის გარშემო მომდინარე მოვლენებს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება. ჩვენ სოლიდარობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება, წარიმართოს უკრაინის ტერიტორიაზე, იქნება უმძიმესი, პირველ ყოვლისა, უკრაინელი ხალხისთვის. პირველ ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ამასთანავე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე და თითოეული ჩვენი ნაბიჯი იქნება ამ პრინციპით ნაკარნახევი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.