დავით ზალკალიანი: ნატო-ს მინისტერიალზე დასწრება დასტურია, რომ საქართველოს ფუნქცია და მნიშვნელობა ნატო-ელი პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

ის ფაქტი, რომ საქართველო ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს ესწრებოდა, მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ზეწოლის მიუხედავად, რომელიც ნატო-ზე ხორციელდება, მისი პოლიტიკა უცვლელია.

„ის ფაქტი, რომ საქართველო ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს ესწრებოდა, მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის. ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ფუნქცია და მნიშვნელობა მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მძლავრი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენს სუვერენულ არჩევანთან დაკავშირებით, ავირჩიოთ ჩვენი უსაფრთხოების ალიანსები. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ნატოს თანმიმდევრულ პოლიტიკაზე. მიუხედავად იმ ზეწოლისა, რომელიც ხორციელდება ნატო-ზე, მისი პოლიტიკა უცვლელია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები