კობახიძე – გახარიაზე: ყოფილი პრემიერები არ იბრძვიან ბრინჯაოს მედლისთვის

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რას უკავშირდებოდა გახარიას კანდიდატობა მერის არჩევნებში. ბუნებრივია, ყოფილი პრემიერები არ იბრძვიან ბრინჯაოს მედლისთვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ერთიანობით დაძლია ის გამოწვევა, რაც გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას უკავშირდებოდა.

ზუსტად 1 წლინ წინ ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული დღე – თქვენ გახსოვთ გიორგი გახარიას გადადგომა, სიხარული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, თუმცა, გახსოვთ ისიც, რომ ეს სიხარული მალე შეიცვალა, როდესაც გუნდმა აჩვენა ერთიანობა. გუნდის ერთიანობით ჩვენ მოვახერხეთ, რომ კიდევ უფრო ძლიერი გამოვედით ამ ურთულესი პროცესებიდან. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რას უკავშირდებოდა გახარიას კანდიდატობა მერის არჩევნებში. ბუნებრივია, ყოფილი პრემიერები არ იბრძვიან ბრინჯაოს მედლისთვის. მან წინასწარ იცოდა, რომ ორნიშნა შედეგსაც ვერ მიიღებდა, მისი მიზანი იყო ნიკა მელიას როგორმე მეორე ტურში გადაყვანა და ეს, სამწუხაროდ, მოახერხა, თუმცა, მან ვერ შეასრულა მთავარი დავალება, ეს დავალება იყო, რომ მას „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოეცილებინა 43%-იან ნიშნულს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები