მიხეილ სარჯველაძე “ლელოზე”: „ნაცმოძრაობის“ გვერდში დგომა ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის ძალიან მძიმე ტვირთია
„ნაციონალური მოძრაობის“ გვერდში დგომა ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის ძალიან მძიმე ტვირთია პოლიტიკური და ელექტორალური თვალსაზრისით”, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ლელოს” ლიდერზე, ბადრი ჯაფარიძეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ლელოს” წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ ძალიან გარისკა, როდესაც რუსთავის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.
“ისედაც საკმაოდ სარისკო თამაშში შევიდა ბადრი ჯაფარიძე, როცა განაცხადა, რომ კენჭს იყრის რუსთავის არჩევნებში, მისი შანსები საკმაოდ მსხვრევადად გამოიყურება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ბადრი ჯაფარიძეს გაერთიანებული ოპოზიციური ძალისხმევა დიდად ვერ დაეხმარება.
„არ მგონია, მაინცდამაინც დიდი პერსპექტივები ჰქონდეს და როგორც ჩანს, ის ცდილობს, ყველა მხრივ ეძებოს გარკვეული მხარდაჭერა და გაიუმჯობესოს შესაძლებლობები. თუმცა, მე არ მგონია, რომ გაერთიანებული ოპოზიციური ძალისხმევა დიდად წამეხმაროს, რადგან ერთი შეხედვით დადებითი მხარე, რომელიც აქვს ამ ოპოზიციურ მხარდაჭერას პირიქით, ნეგატიური ფაქტორი აღმოჩნდეს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდში დგომა ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთია პოლიტიკურად და ელექტორალური თვალსაზრისით. შესაბამისად, მე არ მგონია ეს ზრდიდეს მის შესაძლებლობებს, პირიქით, შეიძლება აკნინებდეს,“ – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 4 დეპუტატს მანდატი შეუწყდა, მათ შორის, “ლელოს” ლიდერს – ბადრი ჯაფარიძესაც. მოგვიანებით, პარტიამ განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება. ასევე, შესაძლოა ჯაფარიძის საერთო ოპოზიციურ კანდიდატადაც დასახელდეს.