სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება
20 თებერვალს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით შეასრულებს ვ.ა.მოცარტის სიმფონიას N 40 და კონცერტებს ფაგოტისა და ვალტორნისთვის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
სოლისტები: თბილისის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები – ბექა ფეიქრიშვილი (ვალტორნა) და გიორგი ალავიძე (ფაგოტი).