გაიზრდება თუ არა საწვავის ფასი – ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ცვლილების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან ის რამდენიმე გარე ფაქტორზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოვლენებზე დაკვირვება და მნიშვნელოვან ცვლილებებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

“საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. მათ შორის, გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეც. დავაკვირდეთ მოვლენებს. თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გვექნება კომუნიკაცია და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები