ალეკო ელისაშვილი: რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება

„ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მხარს უჭერს ბადრი ჯაფარიძეს, მის შანსს, რა თქმა უნდა, ზრდის, რადგან “ნაცმოძრაობას” ფაქტია, რომ კარგი პოზიციები აქვს რუსთავში, მაგრამ ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია “მოქალაქეებს” თავისი გეგმები აქვს.

„ფაქტია, რომ „ლელო” და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. მხარს არ ვუჭერთ ბადრი ჯაფარიძეს. მათი მხრიდან არაკოლეგიალური იყო, როდესაც პრესკონფერენცია მოიწვიეს, წარადგინეს და თქვეს, რომ ახლა, მოდი, ყველამ ბადრი ჯაფარიძეს დაუჭირეთ მხარი. თუ ჩვენი მხარდაჭერა უნდოდათ, მანამდე შეიძლებოდა, კოლეგიალობა გამოევლინათ და წინასწარ გაგვევლო კონსულტაციები. მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. პრინციპში, პარტიაში შიდა დისკუსია დავასრულეთ. რუსთავში გვეყოლება რუსთავში დაბადებული, გაზრდილი და რუსთავში მცხოვრები, ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ძალიან აწუხებს ის, რაც რუსთავში ხდება და ძალიან კარგად იცის, როგორი რუსთავი იქნებოდა უკეთესი. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება და ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ. ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მხარს უჭერს ბადრი ჯაფარიძეს, მის შანსს, რა თქმა უნდა, ზრდის, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” ფაქტია, რომ კარგი პოზიციები აქვს რუსთავში, მაგრამ იქნება ბრძოლა და ძალიანაც კარგი”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები