ბიძინა კულუმბეგოვი: ინფიცირების მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„33%-იანი ვაქცინაციით დიდი ხანი ვიქნებით პანდემიის აქტიურ ფაზაში. ინფიცირების მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობით.
ჩვენს წინ არსებული ორი ქვეყანა (დანია, ისლანდია) ყველანაირ კოვიდ-რეგულაციას აუქმებს, მიზეზი ერთია – 80%-იანი ვაქცინაციის ფონზე შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქია და, შესაბამისად, სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია დაბალი რჩება. აიცერით და დაასრულეთ პანდემია,“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.