ირაკლი ზარქუა: ახლა რომ გაეღვიძა „ნაცმოძრაობას“ და სიები აღადგინეთო, მოგვიწოდებენ, მათ გამო კანონს ვერ შევცვლით – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ

“ახლა რომ გაეღვიძა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მოგვიწოდებენ, სიები აღადგინეთო, მათ გამო კანონს ვერ შევცვლით – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ბოლოს და ბოლოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საარჩევნო სიების აღდგენის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” არათანმიმდევრული პოლიტიკა აქვს.

„რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, ჯერ შემოდიოდნენ, მერე უარი თქვეს, სიები ჩახსნეს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერთო, მერე მოაწერეს და შემოვიდნენ, ახლა იხვეწებიან – სიები აღგვიდგინეთ, პარლამენტში გვინდაო. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ბოლოს და ბოლოს. პასუხისმგებლობა აიღონ იმ შეცდომაზე, რაც დაუშვეს. ახლა რომ გაეღვიძა „ნაციონალურ მოძრაობას“ და სიები აღადგინეთო, მოგვიწოდებენ, მათ გამო ჩვენ კანონს ვერ შევცვლით. ეს თავიანთი პრობლემაა, თავიანთი დაუგეგმავი და გაუგებარი არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები