16 თებერვალი ფერმწერისა და მულტიპლიკატორის, ანა შალიკაშვილის დაბადების დღეა

1919 წლის 16 თებერვალს დაიბადა ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და მულტიპლიკატორი – ანა შალიკაშვილი. ამ თარიღთან დაკავშირებით ქართული ხელოვნების მუზეუმი ინფორმაციას აქვეყნებს.
„ანა შალიკაშვილი 1940-50-იანი წლებიდან იწყებს ხატვას და იკვეთება 1960-იანელთა თაობასთან. ის აქტიურად მოგზაურობს ქალი მხატვრების ექსპედიციებში, რომელიც ელენე ახვლედიანმა დააარსა. ეთნოგრაფიული მუხტი იგრძნობა ექსპედიციების დროს მიღებული გამოცდილებიდან.
ეთნოტიპებზე შექმნილ ნამუშევრებში იკითხება ანიმაციური და ილუსტრაციული ესთეტიკა, ხასიათის სწრაფი ფიქსაცია და გროტესკი.
მხატვარი რამდენადმე ლაღი მანერით შლის სოცრეალიზმის პერიოდის მხატვრობაში მუშათა კოლექტივის პათოსს და უპირისპირებს ცალკეულ ქართული ეთნოტიპების პორტრეტებს, რომლებიც თეატრალურ ნიღბებს გვახსენებს. ანა შალიკაშვილი ქართული მულტიპლიკაციის ერთ-ერთი დამაარსებელია და ავტორია შემდეგი ანიმაციური ფილმებისა: „ერთი ქილა ერბო“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „როგორ მარხავდნენ თაგვები კატას“ და სხვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები