„საქართველოში სულ 29 სალოტბარო სკოლაა და წელს კიდევ სამი გაიხსნება“
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ზუგდიდში გახსნა სალოტბარო სკოლა, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის უფასოდ შესწავლას.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში სულ 29 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს.
„წელს იგეგმება სკოლების გახსნა ქარელის, ვანისა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.