ალბომი „მეფე ერეკლე“ – მრავალი ახალი, საინტერესო მასალით
გამოვიდა ალბომი „მეფე ერეკლე“. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ალბომი მკითხველს ვიზუალური მასალით მოუთხრობს ერეკლე მეფის ცხოვრებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის თაობაზე.
პუბლიკაციაში შეტანილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, პირადი წერილები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ასევე სხვადასხვა საარქივო და სამუზეუმო დაწესებულებაში დაცული მეფე ერეკლეს პირადი ნივთები, ფერწერული ტილოები და სხვ.
წიგნი ასახავს მე-18 საუკუნეში მოღვაწე საქართველოს გამორჩეული მეფის სამხედრო-პოლიტიკურ და პირად ცხოვრებას და მის შესახებ მკითხველს მრავალ საინტერესო ცნობას აწვდის. წიგნში შეტანილი არაერთი დოკუმენტი პირველად ქვეყნდება.
რედაქტორ-შემდგენელია: ქეთევან ასათიანი.