კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 7 055 თბილისში გამოვლინდა, 2 233 – იმერეთში, 1 118 – კახეთში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა, აჭარა – 960, იმერეთი – 2 233, ქვემო ქართლი – 907, შიდა ქართლი – 834, გურია – 470, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 131, კახეთი – 1 118, მცხეთა-მთიანეთი – 286, სამცხე-ჯავახეთი – 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 86.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 794 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 264 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 31.51%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 180 385 საიდანაც: 5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 382, აჭარაში – 696, იმერეთში – 1 193.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 პირი, მათ შორის, თბილისში – 480, აჭარაში – 150, იმერეთში – 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 40, იმერეთში – 28.
1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 – თბილისში, 308 – აჭარაში. 173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 10, ხოლო აჭარაში – 0.