საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 315 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა. 10 894 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 496 156 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 300 062 გარდაიცვალა 15 683 პაციენტი.