არჩილ სულაკაურის დაბადებიდან 95 წელი შესრულდა

დღეს 95 წელი შესრულდა – გამოჩენილი ქართველი მწერლის, არჩილ სულაკაურის დაბადებიდან. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს არჩილ სულაკაურის ღვაწლსა და სახელს და ინფორმაციას აქვეყნებს.
„არჩილ სულაკაური პოეტიც იყო და პროზაიკოსიც. საკმარისია, დავასახელოთ – პოეტური კრებულები: „ოთხივე მხრიდან“ და „სიჩუმე“;
პროზაში:
„ტალღები ნაპირისაკენ მიისწრაფვიან“, „ოქროს თევზი“, „თეთრი ცხენი“,„სალამურას თავგადასავალი“, „ჯადოსნური კაბა“…
არჩილ სულაკაური საზოგადო მოღვაწეც იყო: წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჯერ, გამომცემლობა „ნაკადულს“, შემდეგ კი – ჟურნალ „მნათობს“.
„არ ვიცი, ამას რა ჰქვია, როცა მთაწმინდა აქვეა, როცა აქვეა მტკვარი“- წერდა ის და იმავე ლექსში უფალს სთხოვდა, ვალის გადახდა მაცალეო.
დღეს ყველამ იცის, რომ არჩილ სულაკაურის შემოქმედებასა და საზოგადო მოღვაწეობას სწორედ უფლისა და სამშობლოსთვის გადახდილი ვალი ჰქვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები