როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რეგიონში 17 თებერვლამდე ცივ ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსი იქნება.
თბილისში 17 თებერვლამდე შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.