ჰერმან საბო: თუ მმართველი პარტია დღეს შალვა ნათელაშვილს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება

????????????????????????????????????

„დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც კენჭი უნდა ვუყაროთ, არის ჩვენი კოლეგების გარიცხვის თუ გაშვების თემა. ყველაზე მეტად ბატონი შალვას დაცვა დამაკლდა. როდესაც საპროცედურო კომიტეტს ვესწრებოდი, სადაც განიხილებოდა ბატონი შალვას საკითხი, მთავარი არგუმენტი, რაც მმართველ პარტიას ჰქონდა, იყო ფორმალისტური, რომ რა ვქნათ, კანონში წერია, რეგლამენტში წერია, კონსტიტუციაში წერია, რომ დეპუტატი, რომელიც ასე მოიქცევა, მას უნდა ჩამოერთვას უფლებამოსილება. ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებიც რაღაცნაირად ეთანხმებოდნენ, ამბობდნენ, რომ დიახ, კანონის დონეზე მართლები ხართ, სწორი ხართ, მაგრამ იქნებ რამე სხვანაირად მოვიფიქროთ. ეს მე უცნაურად მომეჩვენა”, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” წევრმა, ჰერმან საბომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„იურისტი არ ვარ, მაგრამ ლოგიკის დონეზე ვხვდები, რომ კანონი თავისთავად მიზანი ვერ იქნება. კანონი არის საშუალება, რომლითაც გვინდა, რაღაც მიზანს მივაღწიოთ. ასეთი მიზანი იმ ჩანაწერს, რაც კონსტიტუციაში გვაქვს, რომ დეპუტატი თუ „ცუდად” მოიქცევა და „შატალოზეა” ის უნდა გავუშვათ პარლამენტიდან ჩემი აზრით, შეიძლება ორი ჰქონდეს. პირველი ალბათ ის, რომ პარლამენტს ხელი არ შეეშალოს მუშაობაში და მეორე მიზანი შეიძლება იყოს ამომრჩევლის ინტერესები. თუ ამომრჩეველმა აირჩია რაღაც პარტია და შემდეგ ისინი ცუდად იქცევიან, გავუშვათ პარლამენტიდან. მაგრამ ის ფაქტი, რომ სიები, როგორც არ უნდა მომხდარიყო ეს, სიები არის ჩახსნილი, მგონია, რომ მთელ ამ სიტუაციას კაზუსულ მდგომარეობაში ამყოფებს. თუ ჩვენ ამ კანონს ბუკვალურად შევასრულებთ და პირდაპირ წავიკითხავთ, გამოდის რომ ამ შესრულებით ჩვენ მიზანს ვაზიანებთ, რა მიზნითაც თავის დროზე თქვენ ჩაწერეთ კონსტიტუციაში, რომ შეიძლება ადამიანების მიერ არჩეული დეპუტატის გაძევება. თუ მმართველი პარტია დღეს შალვა ნათელაშვილს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, ეს, ჩემი აზრით, თავიდან ბოლომდე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა – ფორმალისტური.

თუ ფორმალურად მივუდგებოდით ამას, მაშინ ჩვენ ამ კაზუსში უნდა გაგვეაზრებინა, რომ ბატონი შალვას გაგდებით, ბატონი შალვას ამომრჩევლებს ვაყენებთ იმაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში, ვიდრე ეს იქნებოდა ბატონი შალვას „შატალოზე” ყოფნით თუ გვიან შემოსვლის შემთხვევაში”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები