შალვა კერესელიძე – „ძალიან სამწუხაროა, საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წევრი, რეგიონებში შექმნილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ერთმანეთის კრიტიკითა და ცილისწამებით არის დაკავებული”

????????????????????????????????????

„ძალიან სამწუხაროა, რომ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წევრი, რეგიონებში შექმნილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ერთმანეთის კრიტიკით და ცილისწამებით არის დაკავებული. ჩემი დღევანდელი პოლიტიკური განცხადება ეხება იმ ყოვლად უსაფუძვლო ცილისწამებებს და ბრალდებას, რასაც მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრები ჩვენი გუნდის ლიდერის მიმართ არ იშურებენ და ცდილობენ, ყოვლად უარგუმენტო და უსაფუძვლო ბრალდებებით და ცილისწამებით, მოსახლეობა დააჯერონ თითქოსდა გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა, თითქოსდა, გიორგი გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიცია შეკრა, თითქოსდა გიორგი გახარია „კოკაინშიკია” და ვინ იცის რამდენი მსგავსი მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ”, – ამის შესახებ შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” ჯერჯერობით ვერ შეეგუა ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში ძალაუფლების დაკარგვას, მაგრამ ეს რეალობაა. შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოზარ სუბარს მიმართა.

„ბატონო სოზარ, რომ ბრძანებთ, გიორგი გახარია და მისი გუნდი ,,ნაციონალებს,, შეეკრაო – უკაცრავად, მაგრამ მელია და რურუა ნეტავ ვინ გაათავისუფლა და შეიწყალა – გიორგი გახარიამ თუ „ქართულმა ოცნებამ”?! ყველაზე კარგად თქვენ იცით, თუ რამდენი ყოფილი „ნაციონალი” შეიფარა „ქართულმა ოცნებამ” ძალოვანი თუ არა ძალოვანი, თანამდებობის პირი თუ არა თანამდებობის პირი, „პორტირებული ნაცები”, „მუტაციაგანცდილი ნაცები”, „გაქოცებული ნაცები”, ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პირდაპირ თქვენს წინააღმდეგ ნაციონალური დროშებითა და მაისურებით იბრძოდნენ, დღეს კი „ყვარყვარეებად”, და „მოროზოვებად” არიან წარმოდგენილები. თუნდაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ავიღოთ.

ისევე თქვენი პარტიის წევრების განმარტებით, რამდენი მოქმედი, ყოფილი თუ „გაქოცებული” „ნაცი” დააყენეთ მუნიციპალიტეტის მერობის და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად. ძალიან სამწუხაროა, რომ 9 წლის თავზე „ქართული ოცნება” რაც იყო ჩაქრა და რისთვისაც ქართველმა ხალხმა და იმ გულანთებულმა ოცნების აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა იბრძოლეს, ოცნება მხოლოდ ოცნებად დარჩა”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები