სოზარ სუბარი – ნატო ჩხეიძეს: როცა კოსაჩოვსა და კალაშნიკოვთან ერთად ლაპარაკობთ, როგორ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტთან, არ უნდა გეწყინოთ, თუ თქვენს პროდასავლურობასა და პრონატოურობაში ეჭვს შევიტანთ

„როცა კონსტანტინ კოსაჩოვსა და ლეოდინ კალაშნიკოვთან ერთად ლაპარაკობთ, როგორ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტთან, ამის მერე თუ თქვენ პროდასავლურობასა და პრონატოურობაში ეჭვს შევიტანთ, არ უნდა გეწყინოთ”, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.
„არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ რადგან ავიღე სიტყვა, პასუხი უნდა გაგცეთ. ქალბატონო ნატო, როცა კონსტანტინ კოსაჩოვსა და ლეოდინ კალაშნიკოვთან ერთად ლაპარაკობთ როგორ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტთან, ამის მერე თუ თქვენ პროდასავლურობაში და პრონატოურობაში ეჭვს შევიტანთ, არ უნდა გეწყინოთ ეს ამბავი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები