ირაკლი ქადაგიშვილი: გამოწვევებს, რაც საქართველოს მოსახლეობის წინაშე არის, ხელისუფლებაზე უკეთ არავინ აცნობიერებს

„კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გეუბნებით, არ მივიღებთ არცერთ ისეთ შემოთავაზებას, რომელიც არის პოლიტიკურ ღალატსა და უზნეობასთან დაკავშირებული. არ „გავაპრავებინეთ” იმ საქციელს, რა საქციელიც იქნა ჩადენილი”, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კვორუმთან დაკავშირებულ საკითხს. მისი თქმით, კვორუმი არის ნახევარზე მეტი და, არანაირი კეთილი მიზნების გამო, კანონისა და ამ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა არ შეიძლება.

ირაკლი ქადაგიშვილი პლენარულ სხდომაზე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხსაც შეეხო.

„რომ შეგვეწყვიტა თავის დროზე იმ 60-მდე დეპუტატისთვის უფლებამოსილება, მერე რა იქნებოდა, გაქვთ ამაზე პასუხისმგებლობა აღებული? მერე ხომ იქნებოდა აქ ბარიკადებისა და საბრძოლო ყიჟინის მთელი ნიაღვარი რუსთაველზე, თბილისის თუ საქართველოს სხვადასხვა ქუჩებში? ხომ იქნებოდა ეს თქვენი რევოლუციური სცენარის, გადატრიალების წინაპირობა? და დღეს თურმე კანონიერად დამდგარ შემთხვევაზე არ შეიძლება პარლამენტმა იმსჯელოს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. დღეს თვითმმართველობაში გასახორციელებელ პროექტებზე გვესაუბრებიან ადამიანები, ვინც თვითმმართველობა საქართველოში, სოფლის დონეზე არსებული, გააუქმა ელემენტარულად. ის გამოწვევები, რაც საქართველოს მოსახლეობის წინაშე არის ხელისუფლებაზე უკეთ არავინ აცნობიერებს. ჩვენ ვდგავართ სწორედ იმ დღის წესრიგზე, რაც დღეს საქართველოს სჭირდება და არა იმ დღის წესრიგზე, რა დღის წესრიგითაც 2008 ასე მძიმედ გახდა და ხელმოსაკიდი, მსუყე ლუკმა ჩავუგდეთ რუსეთს და პუტინს პირში.

დღეს ასეთი აღარ განმეორდება და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვართ აღჭურვილი და ვიქნებით ამ პასუხისმგებლობის მატარებლები”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები