ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წევრებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერებისა და რეფორმების საკითხები განიხილეს ფინანსთა სამინისტროში ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი – ლევან კაკავა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წევრები.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, 2021 წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დასრულდა საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერების და რეფორმების პროექტი, რომელიც უწყებაში 2017 წლიდან ხორციელდებოდა.

„მხარეებმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის მიერ მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, დასახელდა ისეთი რეფორმები, როგორიცაა: საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საგადასახადო რეგისტრაციის სისტემის დანერგვა, დღგ-ის ავტომატური დაბრუნება და სხვა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ის მიმართულებები, რომელზედაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს მუშაობას და სადაც საჭიროა საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში შედგება ახალი გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერებისა და ახალი რეფორმების დღის წესრიგს დაეფუძნება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები