ირაკლი ჩიქოვანი: ვიღაცები იტყვიან, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ზუგდიდის მოსახლეობისთვის, „საქართველოსთვის“, მაგრამ რეალურად ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი – „ნაციონალური მოძრაობისთვის“

“ის, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა – იყო სირცხვილი, რადგან ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ჰქონდა ადგილი ტერორს. მინდა, გავახსენო ყველას – ის, რაც ხდებოდა ზუგდიდში 2010- 2011 წლებში, იყო ნამდვილი ტერორი და ის იყო ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა ზუგდიდს. ის, რაც ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში აქვს გაკეთებული თუნდაც ტერორის, თუნდაც საკუთარი თანამოქალაქეების დაშინების და საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის თვალსაზრისით – ჩვენ ეს ყველას კარგად გვახსოვს და, ამის ფონზე, როდესაც ხდება ეს გარიგება – ეს არის ზუგდიდისთვის უდიდესი სირცხვილი. ვიღაცები ამას დაარქმევენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ზუგდიდის მოსახლეობისთვის, „საქართველოსთვის“ მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი “ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეთი თანხვედრა არსებობს ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებს მხრიდან იმ რეალობასთან მიმართებით, რაც ჩვენ ზუგდიდში გვაქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მან საკრებულოსა და ზუგდიდის მერიაში თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაონ იმისათვის, რათა რეალური კონტრასტი დაანახონ საზოგადოებას, თუ რა შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქისთვის გააკეთოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები