ირაკლი ქადაგიშვილი: სენაკის მაგალითზე გეუბნებით, თუ რატომ არ მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ,, ეს შეთავაზება – არ მივიღებთ არცერთ ისეთ შემოთავაზებას, რომელიც არის პოლიტიკურ ღალატთან და უზნეობასთან დაკავშირებული

,,სენაკის საკრებულოში მიმდინარე პროცესების მაგალითზე, თუ რატომ არ მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ,, ეს შეთავაზება, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით გეუბნებით, არ მივიღებთ არცერთ ისეთ შემოთავაზებას, რომელიც არის პოლიტიკურ ღალატთან და უზნეობასთან დაკავშირებული და მაპატიეთ, არ „გაგაპრავებინებთ“ იმ საქციელს, რა საქციელიც იქნა ჩადენილი”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, ,,ქართულ ოცნებას’’ კარგად ესმის, რა ფუნქცია აკისრია საკრებულოს და მათთვის მიუღებელია დემოკრატიის მთავარი პრინციპის უარყოფა, რომ საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

,,გამომდინარე აქედან, ახსნა-განმარტება იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საკრებულოს და რა ფუნქციები აკისრია მას, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მეორე, როცა საკრებულოს ამ უფლებებზე საუბრობ დემოკრატიის განხორციელების მთავარი პრინციპი არ უნდა დავივიწყოთ, რომ კვორუმი არის ნახევარზე მეტი და არანაირი კეთილი მიზნების გამო კანონის და ამ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა არ შეიძლება. ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, სწორედ ამ კეთილი სურვილებით არის მოფენილი, ისევე როგორც უფლებამოსილების შეწყვეტა არ შეწყვეტის საკითხზე დღეს ნიანგის ცრემლების ღვრა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები