ანა წითლიძე: თქვენ პირწმინდად დამარცხდით ზუგდიდში

„გუშინ თქვენ პირწმინდად დამარცხდით ზუგდიდში და როგორიც  უნდა იყოს თქვენი მესიჯ-ბოქსი, გინდაც – გახარიასთან გარიგებაში დაგვდეთ ბრალი, გინდაც – უცხოპლანეტელებთან, ჩვენ ამას თქვენგან შეჩვეული ვართ. როგორიც აუნდა იყოს თქვენი შეფასება, თქვენ ზუგდიდმა გითხრათ უარი და გუშინ იწვნიეთ ძალიან მნიშვნელოვანი დამარცხება, იმიტომ, რომ ვინ, და თქვენ ძალიან კარგად იცით, რა ტერორი, შანტაჟი და უბედურება მოაწყვეთ ზუგდიდში, რომ შეგეცვალათ ზუგდიდელების ნება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსმა დაავალდებულა საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროები, დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის, დღემდე არ ასრულებენ. მე მაინტერესებს, როდის არის ბატონი კობახიძე მართალი დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით, როდესაც სტუდენტებს უკითხავს ლექციას და მის მნიშვნელობაზე ესაუბრება, თუ მაშინ, როცა მისი ვიწროპარტიული ინტერესის გამო და პოლიტიკური მოტივით აფერხებს მმართველი გუნდი ადგილობრივი ქონების და უფლებამოსილების გადაცემის პროცესს მუნიციპალიტეტებისათვის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახლა, როდესაც საკრებულოები არის ოპოზიციური და როდესაც ოპოზიციური საკრებულოების მუშაობა, „ქართული ოცნების” მმართველობისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტში მიმართული უნდა იყოს ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობისკენ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები