ეკა სეფაშვილი: მიმდინარეობს მთელი რიგი ევროპული დირექტივების დანერგვა საქართველოს კანონმდებლობაში

„ამჟამად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ეკონომიკის გრძელვადიან ციფრულ პროგრამაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ახორციელებს და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მთელი რიგი ევროპის დირექტივების დანერგვა საქართველოს კანონმდებლობაში. ეს არის სწორედ საქართველოს განვითარების ის პერსპექტივები, რომელზეც ჩვენ დღეს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ეკა სეფაშვილმა კოლეგებს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საკითხების ის სპექტრი გააცნო, რაც სხდომაზე ერთობლივად იქნა განხილული. „ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ აქ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებს, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.

საუბარი შეეხო ევროკავშირთან ფიზიკურ ინტეგრაციას, რომელზეც იყო ყურადღება გამახვილებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვანე და ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს და ამ მიმართულებით რეფორმებს საქართველოში და საქართველოს მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს”,-განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები