მაკა ბოჭორიშვილი – „მათთვის, ვინც საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს გაქრობაზე წუხს – დღეს ევროპარლამენტი იმსჯელებს და მიიღებს რეზოლუციებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ”

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა შეაჯამა.

„ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ასპექტი და გვესაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებზე. ევროკავშირის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ევროკავშირი ცალსახად მიესალმება იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა მიმართულებით. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დახმარებას და მხარდაჭერას ამ პროცესში”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე საუბარი ასევე იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც, სადაც ევროპარლამენტარების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გასულ წელს ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა და იმედი გამოითქვა, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ პარლამენტში კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობას.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღეს ევროპარლამენტი იმსჯელებს და მიიღებს რეზოლუციებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ.

„მათთვის, ვინც საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს გაქრობაზე წუხს, დღეს ევროპარლამენტი იმსჯელებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ და მიიღებს რეზოლუციებს. ორივე დოკუმენტში საქართველოს ინტერესების სათანადოდ ასახვის მიზნით ევროპარლამენტარებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს საკითხი ღირსეულად არის ასახული ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის მებრძოლი ადამიანების მუშაობის შედეგად”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები