დავით მათიკაშვილი: ზვიად ქორიძის საქმეზე ტყუილს კადრულობენ, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 2017 წელს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდებოდა კანონიერი მოსმენა

ფეიკ ინდუსტრიის თვალსაჩინო მაგალითია „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე რუპორის მეშვეობით გაშვებული ე. წ. უკანონო მოსმენების საქმე, სადაც ზვიად ქორიძის საქმეზე პირდაპირ ასე შავით თეთრზე ტყუილს კადრულობენ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ფეიკ ინდუსტრიის თვალსაჩინო მაგალითია „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე რუპორის – ტელევიზიის მეშვეობით გაშვებული ე.წ. უკანონო მოსმენების საქმე, სადაც ზვიად ქორიძის საქმეზე პირდაპირ, შავით თეთრზე, ტყუილს კადრულობენ, ძალიან კარგად იცოდნენ რა, რომ 2017 წელს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდებოდა კანონიერი მოსმენა. მათ მაინც მოამზადეს სიუჟეტი, სადაც ჩირქი მიცხეს სახელმწიფო ინსტიტუციას და ეს ყველაფერი ტყუილით, ასე ვთქვათ, მიაწოდეს საზოგადოებას”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები