თამარ ჩერგოლეიშვილი – “ნაცმოძრაობის” განცხადებაზე: თვითონ გამოაცხადეს ბოიკოტი, სიები ჩახსნეს და ნაგვის ურნები დაამხეს ყველას, ვინც არ დაეთანხმა

თვითონ გამოაცხადეს ბოიკოტი, სიები ჩახსნეს და ნაგვის ურნები ამხეს ყველას, ვინც არ დაეთანხმა, – ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომლითაც ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენა მოითხოვა.

“ახლა იძახიან, ჩვენ მიერვე ჩახსნილი სიებიდან გვინდა მანდატებიო.

მართლა მაინტერესებს – ამ უთავბოლო უხერხემლოების სიტყვაზე სტატუს კვო რატომ უნდა შეცვალოს რიგითმა ქართველმა?

მოლაპარაკებების პროცესში ისიც არ იფიქრეს, რომ სიები მაინც აღედგინათ, რადგან სიტყვას არღვევდნენ და შედიოდნენ – საშიშად წინდაუხედავი ხალხია და არ შეიძლება, ამ ხალხმა ქვეყანა მართოს”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები