სალომე სამადაშვილი – უმრავლესობას: ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რომ წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი მანდატი

საკუთარი ქვეყნისთვის ღირსების აყრად მიმაჩნია მე ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს დღეს, როდესაც გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანაში ერთადერთი ამოცანით ხართ დაკავებული და ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მე, პირადად, საკუთარი ქვეყნის ღირსების ახდად მიმაჩნია ის, რაც ხდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით და ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რასაც აპირებთ რომ დღეს გააკეთოთ აქ, ამ დარბაზში და წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი მანდატი. თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე ახადეთ და დღეს ამ დარბაზში ერთადერთ რამეს უნდა უპასუხოთ – მზად ხართ თუ არა, რომ საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როდესაც უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე წაართმევთ მანდატს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს და ეს არჩევანი თქვენი გასაკეთებელია და ისტორიას დარჩება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები